1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის თხოვნა ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის ანდერძის სისრულეში მოსაყვანად საჭირო ხარჯებისთვის 540 მანეთის დეპეშით გაგზავნის შესახებ. გამგეობის განცხადებით, ყიფშიძის სურვილს იმ პირობით დააკმაყოფილებდნენ, თუ თანხას უკან დააბრუნებდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20607 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20607]; წვდომის თარიღი: 2019-08-17