1914 წლის 25 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადების სამუზეუმო სექციის მეორე სხდომაზე გადაწყვიტეს ლაიფციგში გამოფენისთვის გაეგზავნათ შემდეგი ნაბეჭდი წიგნები: ვახტანგისეული „სახარება“, საჩხერეში გამოცემული „სახარება“, ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსანი“, „ბიბლია“ (მოსკოვის გამოცემა), „ქართული გაზეთი“ 1819 წლის და 1832 წლის (თითო ნომერი), „ცისკარი“ 1852 წლის გამოცემა, „იონა მიტროპოლიტისა და ტიმოთეს მოგზაურობა“, ჟურნალი „ივერია“, ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ 1863 წლის გამოცემა, ჟურნალი „საქართველოს სამოთხე“, ვახუშტის „ისტორია საქართველოსი“, მარიამისეული „ქართლის ცხოვრება“, ქართველიშვილის „ვეფხისტყაოსანი“, ილია ჭავჭავაძის თხზულებები გედევანიშვილის გამოცემა, პეტრე ეპისკოპოსის „კონდაკი“, „სახარება“ ლოსაბერიძის გამოცემა, ყაზბეგის თხზულებების კრებული, „ზღაპრები“ ქალების გამოცემა I და II ტომი. ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომის ოქმები | 1913-1916
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20653 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20653]; წვდომის თარიღი: 2019-11-12