1915 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ტუაფსეს განყოფილებას სწერს, რომ ეგზავნებათ საზოგადოების ორი წესდება. ასევე იუწყება, რომ საზოგადოებამ მათგან გამოგზავნილი 1914 წლის შემოსავლის 20% (ათი მანეთი) მიიღო. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიმოწერა ტუაფსეს განყოფილებასთან და განყოფილების ანგარიშები | 1914-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20679 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20679]; წვდომის თარიღი: 2019-09-20