1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომაზე მ. საღარაძეს წიგნების ანგარიშში გადასცეს 12.48 მანეთი, მიხეილ საბინინს კლიშეების ტრანსპორტირებისთვის – 8.45, ასევე შეიძინეს სხვადასხვა საჭირო ნივთი საზოგადოებისთვის. აღნიშნულმა ხარჯმა 49.33 მანეთი შეადგინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20705 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20705]; წვდომის თარიღი: 2019-11-15