1914 წელს ილია მგელაძე და სამუელ ზაქარაშვილი ტუაფსეს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ. ამ წელს განყოფილების სავარაუდო გასავალი ბინის ქირისთვის (11 თვის) 165 მანეთი იყო, მეთვალყურის ხელფასისთვის (11 თვის) — 220, ბეჭდებისთვის — 9, კანცელარიის ხარჯი — 36.64, წიგნების შესაძენად — 25, სხვადასხვა ავეჯის შესაძენად — 52.38 მან., წიგნების ყდის შესაკეთებლად — 41.63, ჟურნალ-გაზეთებისთვის — 20.10, სურათების ჩარჩოებისათვის — 2.20, ბიბლიოთეკის წიგნისთვის — 4.50, ადგილობრივი ტელეგრამების შესაძენად — 4.80, წიგნების მოსატანად — 2.75, სურათების შესაძენად — 11, ბინის, გათბობისა და განათებისთვის კი — 7 მან.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიმოწერა ტუაფსეს განყოფილებასთან და განყოფილების ანგარიშები | 1914-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20716 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20716]; წვდომის თარიღი: 2019-10-19