ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2072

ფაქტი 2072

1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ თანამედროვე პირობებში საქართველოში რეფერენდუმის საჭიროება უარყო, რადგან ხალხი ამით გონივრულად ვერ ისარგებლებდა და ამას სხვადასხვა პოლიტიკური ავანტიურისტები სათავისოდ გამოიყენებდნენ. მისი აზრით, უნდა გამონახულიყო შუალედური ტიპი საპარლამენტო და პირდაპირ დემოკრატიას შორის. მთავრობა უნდა ყოფილიყო არა პოლიტიკური, არამედ საქმიანი. აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა შესუსტებულიყო და დამორჩილებოდა საკანონმდებლოს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2072; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .