1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრ. გორდეზიანმა განაცხადა, რომ საჭირო იყო სპეციალური კომისიის არჩევა, რათა გაერკვიათ რამდენად მოსახერხებელი ან ხელსაყრელი იყო მუზეუმის სხვის ხელში გადაცემა და რა ზომები უნდა მიეღოთ მუზეუმებში წესრიგის დასამყარებლად.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20730 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20730]; წვდომის თარიღი: 2019-09-16