ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20731

ფაქტი 20731

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განმარტა, რომ მუზეუმის შენობის ასაგებად საჭირო თანხა მთლიანად არ იყო შეგროვებული და ის ნაწილ-ნაწილ გროვდებოდა. შენობის ასაშენებელი ადგილი კი შერჩეული იყო და როცა საკმარისი თანხა შეგროვდებოდა გამგეობაც მაშინვე დაიწყებდა მშენებლობას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20731; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .