ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20763

ფაქტი 20763

1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, საზოგადოების ზედამხედველობით არსებული მუზეუმი და ბიბლიოთეკა ზაფხულში დაეხურა, ხოლო თუ ვინმე მეცნიერი ან უცხოეთიდან ჩამოსული პირი მუზეუმმის ნახვას ითხოვდა, მათ დავით კარიჭაშვილი მომსახურებოდა. ფილიპე გოგიჩაიშვილმა კარიჭაშვილის დახმარების სურვილი გამოთქვა. საკითხს ერთვოდა ცნობა, რომ თავად-აზნაურებმა მუზეუმის შესანახად გადადეს 2 000 მანეთი, მუზეუმის საჭიროებისთვის კი 600 მანეთი იყო გამოყოფილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20763; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .