1908 წლის 16 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების დამფუძნებელთა კრებამ (თავმჯდომარე – დავით ლორთქიფანიძე, მდივანი – პეტრე ყიფიანი) გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩი, ხოლო გამგეობის წევრებად – იოსებ ივანეს ძე ოცხელი, იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა, იასონ თომას ძე ბაქრაძე, სილოვან თომას ძე ხუნდაძე, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი, ბართლომე პავლეს ძე მოსეშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20775 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20775]; წვდომის თარიღი: 2019-11-19