1912 წლის 31 ივლისის მინდობილობით ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ანდრია სოლომონის ძე ღულაძე, სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი, ნიკოლოზ იოსების ძე ლომოური, ვალერიან ლევანის ძე გუნია და კავკასიის სამეფისნაცვლოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, როგორც განსვენებულ იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებლები, სრულ უფლებამოსილებას ანიჭებდენ ნაფიც ვექილს, გრიგოლ სიმონის ძე რცხილაძეს, ნებისმიერი დაქვემდებარების სასამართლო, ადმინისტრაციულ, კომერციულ, წოდებრივ, სასულიერო თუ საზოგადოებრივ დაწესებულებაში მოანდერძის ნების ინტერესების დასაცავად ემოქმედა.

წყარო: იაკობ გოგებაშვილის ანდერძები | 1911-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20778 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20778]; წვდომის თარიღი: 2019-08-26