1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს საზოგადოების საპატიო წევრ გიორგი ქართველიშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ გამგეობას მის სიცოცხლეშივე დაეარსებინა სტამბა მისგან შემოწირული წიგნების ფულით. გამგეობამ დაადგინა, საკითხი განეხილათ თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძისა და ქართველიშვილის თანდასწრებით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20781 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20781]; წვდომის თარიღი: 2019-10-19