1899 წლის თებერვალში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობისადმი პედაგოგიური საბჭოს დადგენილების შესახებ მიწერილ წერილს თან ერთვოდა მასწავლებელ ლუარსაბ ბოცვაძის კერძო აზრი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცდენების ცალკე ბლანკებისა და დავთრების წარმოებას, რადგან ეს შრომას მოუმატებდა მასწავლებლებს. მისი თქმით, გაცდენილი გაკვეთილების აღნიშვნა შეიძლებოდა თვით საკლასო ჟურნალებში, ხოლო მასწავლებლებისა – სკოლის გამგის, ან თვით მასწავლებლის მიერ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20790 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20790]; წვდომის თარიღი: 2019-09-18