1899 წლის თებერვალში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა 10 თებერვლის პედაგოგიური საბჭოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც მოსწავლეთაგან გაცდენილი გაკვეთილების აღრიცხვისთვის უნდა დაწესებულიყო ცალკე ბლანკები და მასწავლებელთა გაცდენებისათვის ცალკე დავთარი, რომელიც უნდა ეწარმოებინა მორიგე მასწავლებელს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20791 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20791]; წვდომის თარიღი: 2019-11-17