1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლები – ივანე მიხეილის ძე გომელაურის, მიხეილ სიმონის ძე შარაშიძის, გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძის და პლატონ გიორგის ძე წულუკიძის თხოვნის განხილვა პედაგოგიური და სამეურნეო კომიტეტის კრებათა ყოველთვიურად ჩატარების შესახებ გადადო სენაკის სკოლის რევიზიის შედეგის გაცნობამდე. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20794 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20794]; წვდომის თარიღი: 2019-10-14