1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ რცხილაძემ განაცხადა, რომ იოსებ მერკვილაძემ ეგნატე ხრამელაშვილის გარდაცვალების შემდეგ განაგრძო მისი სახელმძღვანელოების ბეჭდვა ციხის სტამბაში, რისი არც ზნეობრივი უფლება ჰქონდა, არც იურიდიული. საზოგადოების გადაწყვეტილებით, თუ მას ამ საქმესთან დაკავშირებით რამე თავის გასამართლებელი საბუთი ჰქონდა, გამგეობისთვის უნდა წარედგინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20798 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20798]; წვდომის თარიღი: 2019-09-16