საგურამოს მამული, რომელიც 1915 წლის ბოლომდე აგრონომ ივანე გრიგოლის ძე მაღალაშვილს ჰქონდა იჯარით აღებული, 1916 წლის 1-ლი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სამეურნეო საზოგადოების გამგეობას 12-წლიანი იჯარით გადასცა. სამეურნეო საზოგადოებას ევალებოდა მამულის მოვლა და ყველა საჭირო გადასახადს თავად ფარავდა. ფული, წმინდა შემოსავლის სახით 75%, სამეურნეო საზოგადოების საჭიროების ფონდს ხმარდებოდა, ხოლო 25% ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცემოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20898 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20898]; წვდომის თარიღი: 2019-09-23