1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ სანამ ფოტოგრაფიის თანამშრომლებს შეცვლიდნენ, მანამდე მათთვის უნდა გადაეხადათ კუთვნილი ხელფასები. გამგეობამ თანხმობის დასტურად აბრამ ნორდშტეინს გადასცა – 75 მან., ზაქარია ლაბაურს – 25 მან., მბეჭდავ ხუნდაძეს – 30.50 მან., ეკატერინე გძელიშვილს – 20 მან., ნიკა ფიცხელაურს – 10 მან., ბეგოიძეს – 5 მან., ხოლო ვასილ როინაშვილმა უარი განაცხადა ჯამაგირზე, რადგან პასუხს ელოდებოდა ფოტოგრაფიის შესყიდვის თაობაზე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20916 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20916]; წვდომის თარიღი: 2019-11-15