1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და სხვ. სხდომაზე გამგეობამ აბრამ ნორდშტეინს სურათების ანგარიშში 7.50 მანეთი გადასცა, თედო სახოკიას – 4.20, გრიგოლ ყიფშიძეს ეკატერინე გაბაშვილის ნაწერების შესწორებისთვის – 20, ნიკოლოზ ბადრიძეს – 2.80, დურგალ დიმიტრი ნონიკაშვილს – 14, ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში – 84, ასევე გადაიხადა საზოგადოების სხვა ხარჯებიც, რამაც სულ 149.10 მანეთი შეადგინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20918 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20918]; წვდომის თარიღი: 2019-10-17