ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20920

ფაქტი 20920

1898 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომაზე გრიგოლ ტატიშვილს აკაკის იგავ-არაკებისთვის კლიშეების დამზადებაში 22 მანეთი გადასცეს, ვალერიან გუნიას ვაჟა-ფშაველას მოთხრობების დაბეჭდვისთვის – 20 და წიგნების ანგარიშში – 10 მანეთი, ექვთიმე ხელაძეს წიგნების ანგარიშში – 0.96 კაპიკი, ელენე ანტონოვსკის – 5 მან., ხოლო ალექსანდრე როინაშვილის დაკრძალვისთვის გამგეობამ 380 მანეთი გამოყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20920; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .