1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე გადაწყვიტეს, რომ გამგეობას ჟურნალ „განათლების“ პერიოდულ გამოცემაში უნდა დაებეჭდა ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოების შესახებ. ასევე გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს დაავალა დაეანგარიშებინა, თუ რა თანხა დასჭირდებოდა 16-გვერდიან დამატებას ჟურნალ „განათლებაში“. ლ. ბოცვაძის ცნობით, ასეთი დამატება წელიწადში გამგეობას დაუჯდებოდა 201 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 21127 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/21127]; წვდომის თარიღი: 2019-09-18