ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21169

ფაქტი 21169

1921 წლის 25 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჯავახიშვილის თხოვნა მისთვის ავანსის 30 000 მანეთამდე გაზრდის თაობაზე. იმ დროისთვის მისი წიგნი ჯერ კიდევ არ იყო დაბეჭდილი. ჯავახიშვილის თქმით, ხელნაწერი თვითონ სტამბამ დაუბრუნა, ამიტომ შეჩერდა წიგნის ბეჭდვა. ჯავახიშვილს გარკვეული ხელით გადაწერილი საბოლოო ტექსტის წარდგენა დაევალა, რის შემდეგაც განიხილავდა გამგეობა მის თხოვნას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21169; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .