ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21171

ფაქტი 21171

1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საწყობის გამგე ლავრენტი სანაძის განცხადება. განცხადების მიხედვით პირველი რაიონის გვარდიის შტაბის წევრ ბ. პ. ხურცილავას ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებათა სრული კრებულის ძველ ფასად (500 მანეთად) შეძენა სურდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ხურცილავასთვის ყაზბეგის სრულ თხზულებათა ერთი ეგზემპლარი დაეთმო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21171; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .