1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ თუ შემომწირველი არ განსაზღვრავდა შემოწირულობის დანიშნულებას და საზოგადოებას დაუტოვებდა არჩევანს თავად განესაზღვრა რისთვის გამოიყენებდა შემოწირულობას, მაშინ მთელი მატერიალური სახსრები პირველდაწყებითი განათლების გავრცელებას მოხმარდებოდა. ქველმოქმედებს ეს ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 21201 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/21201]; წვდომის თარიღი: 2019-09-22