ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21203

ფაქტი 21203

1884 წლის 14 მარტის მოხსენებაში სოფელ დიდი თონეთის სკოლის მზრუნველმა კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ სკოლაში სწავლის საქმე ძალიან კარგად მიდიოდა, მასწავლებელი ბესარიონ ჭილაძე პატიოსანი და მშრომელი იყო, მისი დამსახურებით მოსწავლეები ბეჯითად სწავლობდნენ და სოფლის მოსახლეობაც გულშემატკივრობდა სკოლას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21203; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .