ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომლის მიხედვითაც 1897 წლის 1-ელ ივნისს საზოგადო კრების გადაწყვეტილებით, საგანგებო თანხები უნდა გამოეყენებინათ ერთი კონკრეტული საქმისთვის, კერძოდ მუზეუმის ასაშენებლად, რისთვისაც გამგეობას სჭირდებოდა შემომწირველთა თანხმობა. კრების შემდეგ გამგეობამ დაადგინა, რომ შემომწირველთა უმრავლესობა მომხრე იყო ფონდების შეერთებისა მუზეუმის ასაშენებლად.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 21219 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/21219]; წვდომის თარიღი: 2019-09-19