1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და ფილიპე მგელაძე; სხდომაზე დასვეს ქართული რვეულების გამოცემის საკითხი, რომლის განხილვაც გამგეობამ მომდევნო შეხვედრისთვის გადადო. საკითხს ერთვოდა ცნობა, რომ 1911 წლის აგვისტოში 35 000 N 1 და 15 000 N 2 რვეული დაიბეჭდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 21222 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/21222]; წვდომის თარიღი: 2019-08-19