1918 წლის 27 ნოემბერს ჩატარებულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაზე წაკითხულ იქნა მუხლი I.: არავითარი საგადასახადო არ შეიძლება იქნეს დაწესებული ან შეკრებილი თუ წინასწარ ის პარლამენტის მიერ არ იქნა დადასტურებული. გამოითქვა ორი აზრი: ერთი-რომ გადასახადების დაწესების უფლება უნდა იყოს პარლამენტის ხელში, როგორც არის დებულებაშიც, მომხრენი ამ აზრისა იყვნენ: ნანეიშვილი, ნათაძე, საყვარელიძე, მაყაშვილი, წერეთელი, პოლუმორდვინოვი, მიქელაძე ხოლო მეორე - თვითმმართველობებისა ჰქონდეს თავისუფლება გადასახადების დაწესებისა მომხრენი - ს. დადიანი, მ. ჩხეიძე. კენჭი ეყარა პირველს მუხლის მომხრე იყო 3 ხმა, წინააღმდეგ - 2.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება | 1919-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 2127 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/2127]; წვდომის თარიღი: 2019-09-15