ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21288

ფაქტი 21288

1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვლადიმერ ნემსაძემ განაცხადა, რომ ალექსანდრე ხახანაშვილს მოსკოვში დაქირავებულ ბინაში ჰქონდა ქონება, რომელიც განსვენებულმა გამგეობასა და ლაზარევის ინსტიტუტს უანდერძა. ნემსაძის თქმით, ბინა დაკეტილი იყო და გამგეობას სთხოვა, ბინის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება მიეცათ. გამგეობამ ალექსანდრე მდივანსა და გრიგოლ რცხილაძეს დაავალა ამ საქმის მოგვარება და, საჭიროების შემთხვევაში, მოსკოვში წასვლა, მგზავრობის ხარჯი ალექსანდრე მდივანს უნდა დაეფარა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21288; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .