1918 წლის 27 ნოემბერს ჩატარებულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაზე წაკითხულ იქნა მუხლი 2 : თუ არა კანონის ძალით, არავითარი პენსია, ჯილდო ან აგრეთვე სხვა ხარჯი ფინანსური ხასიათისა არ შეიძლება იქნეს მიღებული სახელმწიფო ხაზინიდან. პოლუმორდვინოვმა განაცხადა, რომ მეორე მუხლად შეტანილ უნდა იქნეს ის, რომ სახელმწიფო გადასახადებისაგან არავინ განთვისუფლდება. პ. საყვარელიძე და წერეთელი ეთანხმებიან ამ აზრს.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება | 1919-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 2129 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/2129]; წვდომის თარიღი: 2019-09-21