1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადო კრებას საგურამოს მამულის მოსაწესრიგებლად საჭიროდ მიაჩნდა მისი შესწავლა და დადგენა, როგორი ნიადაგი იყო იქ, რა უნდა გაეშენებინათ, თანხა რამდენი დასჭირდებოდა მიწის დამუშავებას და მთლიანად მამულის გაშენებას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 21291 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/21291]; წვდომის თარიღი: 2019-09-22