ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2136

ფაქტი 2136

1918 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაზე გაგრძელდა განხილვა გიორგი ნანეიშვილის მიერ შემუშავებული დებულებისა – ფინანსების შესახებ. ნანეიშვილი აცხადებდა, რომ წინა კრებაზედ ამ დებულების მეორე მუხლად მიიღეს ისეთი მუხლი, რომელიც შეტანილია მოქალაქეთა უფლება-მოვალეობის დებულების მე-15 მუხლად, ამიტომ შემოიტანა წინადადება ამ დებულებაში გამოეტოვებინათ ეს მუხლი. მცირე კამათის შემდეგ მეორე მუხლი წინა სხდომაზე მიღებული, უცვლელად დარჩა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2136; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .