1918 წლის 9 ივლისს, 3 საათსა და 46 წუთზე, იუსტიციის მინისტრმა შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასგან ტელეფონოგრამით (რომელიც გადასცა მიქაბერიძემ და მიიღო არტემ ახნაზაროვმა), მათ განკარგულებაში არსებულ ყველა დაწესებულებაში სიკვდილით დასჯის კანონის სასწრაფოდ გამოკვრის ბრძანება მიიღო.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო | ფონდი 1938 | ანაწერი 1 | საქმე 19
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 2139 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/2139]; წვდომის თარიღი: 2019-06-20