1918 წლის 13 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს კანცელარიას იუსტიციის სამინისტროსგან (საქმისმწარომებლის მაგიერ ხელს აწერდა დავით ნიკოლოზის ძე კელაპტრიშვილი) გაეგზავნათ წერილი, სადაც N 2891-ის წერილის საპასუხოდ ატყობინებდნენ, რომ სიკვდილით დასჯის კანონის ტექსტი გამოცხადებული იყო გაზეთ „кавказ“-ის 9 ივლისის N 140 გამოცემაში.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო | ფონდი 1938 | ანაწერი 1 | საქმე 19
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 2141 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/2141]; წვდომის თარიღი: 2019-06-18