1882 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭყვიშის სკოლის პედაგოგმა ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძემ მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. სკოლის 26 მოსწავლიდან თხუთმეტს მათი შეძენა არ შეეძლო.

წყარო: სახალხო სკოლების მასწავლებლების მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1882-1884
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი. საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 21443 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/21443]; წვდომის თარიღი: 2020-02-27