1918 წლის 21 მარტს ტუაფსეს განყოფილების გამგეობა იუწყება, რომ დრამატული სექცია დაარსდა და გამგეობის ხელშეწყობით წარმოდგენები თითქმის მთელი წლის განმავლობაში სისტემატურად იმართებოდა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ევგენი იესეს ძე ბოხუა და სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიმოწერა ტუაფსეს განყოფილებასთან და განყოფილების ანგარიშები | 1914-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 21538 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/21538]; წვდომის თარიღი: 2020-01-18