1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ლუარსაბ ბოცვაძემ გააკეთა მოხსენება დასაბეჭდი წიგნების შესახებ, რის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა: დაებეჭდათ „ქაჯანა“, „ალი“ და „თავდადებულნი ქართველნი“, რომელთა დასაბეჭდად უნდა გადაედოთ ხარჯთაღრიცხვიდან დანიშნული თანხა, 300 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 21688 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/21688]; წვდომის თარიღი: 2019-06-20