ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21817

ფაქტი 21817

1921 წლის 18 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის ს. ბახტაძის წინადადება, რომელიც მაღაზიის საქმეთა მოწესრიგებას ეხებოდა. ბახტაძის აზრით, უნდა დაწესებულიყო მაღაზიის მოსამსახურეთა შემდეგი შტატი: გამგე, თანაშემწე, მოანგარიშე, უფროსი ნოქარი, მოლარე, მოწაფე, დარაჯი. მაღაზია გაეღოთ 9-ზე და დაეკეტათ 4-ზე. საღამოს აღარ გაეღოთ. სალაროსა და წიგნების ანგარიშის დროს გადასაყოლებელი მიეცათ გამგისთვისა და მისი თანაშემწისთვის. აგრეთვე მიეცათ მათთვის განსახადისა და მოგების პროცენტი. გამგეობამ დაადასტურა მაღაზიის შემდეგი შტატი: გამგე, რომელსაც დაეკისრებოდა მთელი პასუხისმგებლობა, მისი თანაშემწე, უფროსი ნოქარი, მოლარე და დარაჯი. გადაწყდა მომუშავე ქალების დაუყოვნებლივ დათხოვნა. მოწაფის მოწვევა გადაიდო. მაღაზიას უნდა ემუშავა იმ დროისთვის არსებული განაწესით: 9-დან 3-მდე და 5-დან 7-მდე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21817; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .