ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21822

ფაქტი 21822

1921 წლის 22 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების საპატიო თავმჯდომარის გ. ნ. ყაზბეგის სტამბულში გარდაცვალების ამბავი და მისი ხსოვნისთვის პატივის მიგება გადაწყვიტეს. კერძოდ დაადგინეს, გადაეხადათ განსვენებულის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი კვირას, 25 აპრილს, დღის პირველ საათზე, ქაშვეთის ეკლესიაში. ასევე გადაწყვიტეს, როცა შესაძლებლობა იქნებოდა, ნეშტის სტამბულიდან თბილისში გადმოესვენებინათ და პანთეონში დაეკრძალათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21822; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .