ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21877

ფაქტი 21877

1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, შიო არაგვისპირელი, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე მოხსენება გააკეთა სასკოლო სექციამ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების შესახებ. გამგეობამ სასკოლო სექციას დაავალა „რუსკოე სლოვოს“ მეორე ტომში გაეკეთებინა შესწორებები და დასაბეჭდად გაემზადებინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21877; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .