1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების გამგეობას თეატრის ფონდის გასაძლიერებელად ჰყავდა დამხმარე კომისია, რომლის წევრებიც იყვნენ: ალექსანდრა ციციშვილი, რევაზ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი და ვლადიმერ ილიას ძე ჩხეიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი