ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22198

ფაქტი 22198

1881 წლის 23 ნოემბერს მასწავლებელი ანტონ ცეცხლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ სოფელ შემოქმედის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად საჭირო იყო შემდეგი სახელმძღვანელო მასალები: სოკოლოვის „ლოცვები, მცნებები და სიმბოლოები“ – 5 წიგნი, „როდნოე სლოვო“ I ნაწილი – 13, „როდნოე სლოვო“ II ნაწილი – 7, ევტუშევსკის „არითმეტიკული ამოცანების კრებული“ I ნაწილი – 17, „ბუნების კარი“ – 5, გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა“ – 12, ა. ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“ – 19, რუსული წერის დედანი – 17, სუფთა წერის რვეულები ქართულისთვის – 31, რუსულისთვის – 31, ფანქრები – 31, ყველაზე მეტად ესაჭიროებოდათ ევტუშევსკის „არითმეტიკის მეთოდიკა“ სახელმძღვანელო მასწავლებელთათვის. 15 მოსწავლეს არ ჰქონდა ასპიდის დაფები. მისი აზრით, ვინაიდან ეს გასატეხი ნივთი იყო, უკეთესი იქნებოდა ქაღალდისაგან დამზადებული დაფა, ან გრიფელით საწერი დაფა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22198; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .