1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გ. ცინცაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან, გამგეობის წევრს თვეში ხელფასი 150 მანეთი ჰქონდა, მუშას კი – ექვსჯერ ნაკლები, 3 მანეთი საწევრო გადასახადი ორივეს არ უნდა გადაეხადა. წესით და რიგით, გამგეობის წევრს მუშასთან შედარებით ექვსჯერ მეტი – 18 მანეთი უნდა გადაეხადა, მუშას კი – 3, მაგრამ 18 მანეთის გადახდაზე ყველა უარს იტყოდა და მაშინ განაცხადებდნენ, რომ ხალხი ვერ შეძლებდა 18 მანეთის გადახდას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22221 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22221]; წვდომის თარიღი: 2019-06-24