ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22301

ფაქტი 22301

1926 წლის 2 თებერვალს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობას სწერს, რომ საგანგებო სხდომაზე დაადგინეს უნივერსიტეტისთვის (შესანახად და სარგებლობისთვისაც) გადაეცათ ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არქივი, რომელიც შეიცავდა საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმებს 1879 წლიდან 1920 წლამდე, ასევე სკოლებისა და ბიბლიოთეკების საქმეებს. თუ უნივერსიტეტის გამგეობა მიიღებდა ამ წინადადებას, შეეძლო წარმომადგენელი გაეგზავნა საქმეების ჩასაბარებლად. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22301; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .