1926 წლის 3 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ ქართველთა საზოგადოებას სწერს, რომ უნივერსიტეტის გამგეობას უფლება აქვს გადმოცემული წიგნსაცავ-მუზეუმი მის განკარგულებაში მყოფ სხვა წიგნსაცავ-მუზეუმს შეუერთოს და მხოლოდ კატალოგებში აღნიშნოს რომელი წიგნი ეკუთვნოდა წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ ქართველთა საზოგადოებას. ხელს აწერს უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.

წყარო: მიმოწერა წიგნსაცავ-მუზეუმისა და არქივის უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ | 1925-1926
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22305 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22305]; წვდომის თარიღი: 2019-06-26