1926 წლის 3 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ ქართველთა საზოგადოებას სწერს, რომ თუ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოება გაუქმდება ან კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულების სახეს დაკარგავს, მის მიერ გადმოცემული წიგნსაცავ-მუზეუმი სამუდამოდ თბილისის სახელმწიფო ქართული უნივერსიტეტის განკარგულებაში დარჩება. ხოლო თუ უნივერსიტეტი თავის პირვანდელ სახეს შეიცვლის, წიგნსაცავ-მუზეუმი საზოგადოებას უნდა დაუბრუნდეს უნივერსიტეტის მიერ მისთვის გაწეული ხარჯის აუნაზღაურებლად. ხელს აწერს უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.

წყარო: მიმოწერა წიგნსაცავ-მუზეუმისა და არქივის უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ | 1925-1926
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22307 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22307]; წვდომის თარიღი: 2019-06-20