1926 წლის 18 იანვარს ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ბიბლიოთეკარის თანაშემწე ოლღა დემურიშვილი წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ საზოგადოებას სწერს, რომ წიგნსაცავ-მუზეუმის უნივერსიტეტისთვის გადაცემის შემდეგ მომსახურეთა შტატი უქმდება და ვინაიდან თბილისში სამსახურის დაწყება ძნელია, სურს მიიღოს მოსკოვში მყოფი ნათესავის წინადადება სამსახურთან დაკავშირებით და მასთან გაემგზავროს.

წყარო: მიმოწერა წიგნსაცავ-მუზეუმისა და არქივის უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ | 1925-1926
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22313 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22313]; წვდომის თარიღი: 2019-06-26