1926 წლის 9 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ ქართველთა საზოგადოებას სწერს და მადლობას უხდის მიღებული დადგენილებისთვის, რომლის მიხედვითაც, ყოფილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმი უნივერსიტეტს უნდა გადასცემოდა. ხელს აწერს უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.

წყარო: მიმოწერა წიგნსაცავ-მუზეუმისა და არქივის უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ | 1925-1926
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22325 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22325]; წვდომის თარიღი: 2019-06-26