1921 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე შიო დედაბრიშვილის მონაწილეობით განიხილეს თხოვნა მომსახურე პირებისა, რომელთაც რვა დღის განმავლობაში არ ჰქონდათ მიღებული პურის რაციონი, მიეცათ შესაბამისი თანხა ბაზრის ფასების მიხედვით. გამგეობამ დაადგინა, რვა დღის პურისთვის საჭირო თანხა – 20000 მანეთი გაეცა მათზე. ანგარიში საზოგადო წესების მიხედვით უნდა გაესწორებინათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22338 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22338]; წვდომის თარიღი: 2019-09-17