ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22340

ფაქტი 22340

1921 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს არქივის დირექტორის, ვუკოლ ბერიძის თხოვნა არქივისთვის ქართველიშვილის გამოცემული ვეფხისტყაოსნის ერთი ეგზემპლარის უფასოდ გადაცემის შესახებ. გამგეობამ ბერიძის თხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22340; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .